„შავ ზღვას საქართველოსთვის დიდი მნიშნელობა აქვს, რადგან ანტიკური ხანიდან სწორედ ის გვაკავშირებდა ევროპასთან. მიუხედავად ამისა, ქართველებს ცოტა გაუცხოვება გვჭირს ზღვასთან. სწორედ ამიტომ, ღონისძიების მიზანია კიდევ ერთხელ გავიაზროთ რამხელა მნიშვნელობა აქვს შავ ზღვას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით“ – თათია მთვარელიძე.
პროექტი „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელსავ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში ახორციელებს, მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციასა და მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.
სატელეფონო ჩართვა: თათია მთვარელიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: