22 ივლისს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებულ შენობაში 140-ე საიუბილეო სეზონი იხსნება. თეატრი, რამდენიმე დღის განმავლობაში, რეგიონული თეატრების VII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. 22-24 ივლისს სენაკის თეატრის სცენაზე ითამაშებენ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, გორის გიორგი ერისთავის სახ. პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასები.
არქიტექტორ ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული ულამაზესი თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტია სენაკის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი კერა იყო.
სატელეფონო ჩართვა: ირაკლი ადამია – სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: