პიკის საათი - ადამიანური სითბოს შემგროვებელი
პიკის საათი - ადამიანური სითბოს შემგროვებელი

„თუ შეძლებთ, შეაყვარეთ კითხვა, ასევე, მიეცით მას თავისუფალი დრო, დატკბეს ბუნების საოცრებებით – ცაში მფრინავი ჩიტებით, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრებითა და კლდეებზე ამოზრდილი ყვავილებით“ – ეს ის ერთ-ერთი სათხოვარია აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის წერილიდან შვილის მასწავლებლისადმი, რომელიც მარეხ დიდებაშვილის გაცნობისთანავე გაგახსენდებათ, იმ ადამიანისა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, საკუთარი თავი სკოლაში იპოვა.

ცოტა ხნის წინ, მასწავლებელთა აღიარების პირველ რეგიონულ კონკურსზე, რომელიც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ჩატარდა, მარეხ დიდებაშვილი კითხვის სწავლებაში საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს.

რესპონდენტი: მარეხ დიდებაშვილი – გომბორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: