პიკის საათი - სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ ფინალის მოლოდინში
პიკის საათი - სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ ფინალის მოლოდინში

14 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, 20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ ფინალში დაუკრავს. კონკურსის გრანდიოზული ფინალი კატალონიური მუსიკის სასახლეში (Palau de la Música Catalana) გაიმართება. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი კატალონიურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

„მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატი ორწლიან კონტრაქტს გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიწერება საკონცერტო პროგრამა.

„ამ კონკურსში გამარჯვება ნიშნავს, რომ მომენტალურად საერთაშორიო მასშტაბის პიანისტი ხდები“ – ამბობს სანდრო გეგეჭკორი საქართველოს რადიოს დილის პროგრამა „პიკის საათის“ 14 ივლისის პირდაპირ ეთერში.

სატელეფონო ჩართვა ბარსელონადან: სანდრო გეგეჭკორი – პიანისტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: