საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის EBU #SayHi კამპანიას უერთდება. 12 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, ბავშვები მსოფლიოს გარშემო საერთო სიმღერითა და ცეკვით ერთიანდებიან. კამპანია ბავშვებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და მსოფლიოში მეგობრობის ხელშეწყობას ემსახურება. სიუჟეტში მოისმენთ „რანინას“ კონკურსანტების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის ჩაწერილ სიმღერას.
რესპონდენტი: ელენე გაბაშვილი – საქართველოს პირველი არხის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრი.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: