პიკის საათი - #SayHi - #უთხარიგამარჯობა
პიკის საათი - #SayHi - #უთხარიგამარჯობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის EBU #SayHi კამპანიას უერთდება. 12 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, ბავშვები მსოფლიოს გარშემო საერთო სიმღერითა და ცეკვით ერთიანდებიან. კამპანია ბავშვებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და მსოფლიოში მეგობრობის ხელშეწყობას ემსახურება. სიუჟეტში მოისმენთ რანინას კონკურსანტების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის ჩაწერილ სიმღერას.

რესპონდენტი: ელენე გაბაშვილი – საქართველოს პირველი არხის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: