საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე – ქართული სიმღერის – ლაივშოუ გაიმართა. პროექტს კიდევ ერთი კონკურსანტი – ნიკა კალანდაძე – გამოეთიშა. ტურის ლიდერი, ხმების რაოდენობის მიხედვით, თორნიკე ყიფიანი გახდა.
კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის დღეიდან შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია და თორნიკე ყიფიანი.
სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე, ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: