პიკის საათი - „საქართველოს ვარსკვლავის“ ქართული სიმღერის ტური
პიკის საათი - „საქართველოს ვარსკვლავის“ ქართული სიმღერის ტური

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე – ქართული სიმღერის – ლაივშოუ გაიმართა. პროექტს კიდევ ერთი კონკურსანტი – ნიკა კალანდაძე – გამოეთიშა. ტურის ლიდერი, ხმების რაოდენობის მიხედვით, თორნიკე ყიფიანი გახდა.

კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის დღეიდან შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია და თორნიკე ყიფიანი.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე, ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

 

 

 

  

დატოვე კომენტარი