პიკის საათი - საქართველოს დღეები მალტაზე
პიკის საათი - საქართველოს დღეები მალტაზე

8-15 აპრილს, კუნძულ მალტაზე, GCC – MALTA-ის ორგანიზებით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და Malta Tourism Authority – ის თანადგომით, მალტის ქართული კულტურის ცენტრი რამდენიმე პროექტს წარადგენს:

– საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა სახლის წარმომადგენლების, ქართველი პოეტების შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან;

– ქართველი და მალტელი მხატვრების/ხელოვანების ერთობლივი გამოფენა (ივანე კეზუა, თეა ჯაფარიძე, ნინო დარჩიაშვილი, ნინო ჭეიშვილი, შოთა მაღლაკელიძე);

– ქართული & მალტური არქიტექტურა/პრეზენტაცია;

– ქართული პროდუქციის წარდგენა/ღვინის პრეზენტაცია;

– საქართველოს ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია;

– მუსიკალური პერფომანსები;

– პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები მალტის მუნიციპალიტეტში და დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება;

– პირველად, მალტის ტელესივრცეში მოხდება საქართველოს წარდგენა:

– საქართველოს ტურისტული მარშრუტებისა და
ღვინის პრეზენტაცია

სტუმარი: ირინა ცერცვაძე – მალტის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: