„ქართული სიმღერა-თამაშები (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ ორენოვანი სანოტო კრებულია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში „უსაზღვრო შესაძლებლობები“ გამარჯვებული პროექტის „ქართული სიმღერა-თამაშების წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ ფარგლებში გამოიცა. პროექტის შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული ქართულენოვანი სიმღერა-თამაშების წიგნი.
სტუმრები: სალომე ბარბაქაძე – საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ კონსულტანტი,
სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია – საქველმოქმედო ფონდის „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები.
სატელეფონო ჩართვა გერმანიიდან: მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი – წიგნის შემდგენელი, მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი. გერმანიაში მოღვაწე, სერტიფიცირებული მუსიკათერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: