პიკის საათი - სანოტო კრებული „ქართული სიმღერა-თამაშები“
პიკის საათი - სანოტო კრებული „ქართული სიმღერა-თამაშები“

„ქართული სიმღერა-თამაშები (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ ორენოვანი სანოტო კრებულია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში „უსაზღვრო შესაძლებლობები“ გამარჯვებული პროექტის „ქართული სიმღერა-თამაშების წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ ფარგლებში გამოიცა. პროექტის შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული ქართულენოვანი სიმღერა-თამაშების წიგნი.

სტუმრები: სალომე ბარბაქაძე – საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ კონსულტანტი,

სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია – საქველმოქმედო ფონდის „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები.

სატელეფონო ჩართვა გერმანიიდან: მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი – წიგნის შემდგენელი, მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი. გერმანიაში მოღვაწე, სერტიფიცირებული მუსიკათერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

  

დატოვე კომენტარი