პიკის საათი - სანდრო მამუკელაშვილმა ზაზა ფაჩულიას რეკორდი გააუმჯობესა
NBA-ის რეგულარულ სეზონში ბოლო შეხვედრები მიმდინარეობს. მოქმედი ჩემპიონი, „მილუოკი ბაქსი“ ბოლო ტურში „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და 115-133 დამარცხდა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს შეხვედრა ისტორიული აღმოჩნდა, რადგან სანდრო მამუკელაშვილმა ზაზა ფაჩულიას რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ის ორგზის გამარჯვებულმა „ატლანტა ჰოუკსის“ შემადგენლობაში „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ 2007 წელს 27 ქულა დააგროვა. სანდრო მამუკელაშვილმა „კლივლენდის“ წინააღმდეგ 28 ქულა მიითვალა და ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა. გარდა ამისა, ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა ორმაგი დუბლიც გაიფორმა – 28 ქულასთან ერთად მან 13 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 5-დან 2 სამქულიანი,13-დან 8 ორქულიანი და 6-დან 6 ერთქულიანი ჩააგდო. ყველაფერი ეს ქართველმა კალათბურთელმა 43 წუთში მოახერხა.
სტუმარი: გიორგი თვალაბეიშვილი – საქართველოს პირველი არხის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: