მარია კანალსის სახელობის საერთაშორისო კონკურსი ბარსელონაში 1954 წელს დაარსდა და წელს რიგით 66-ე სეზონს ატარებს. 1958 წლიდან კი ჟენევის უმსხვილესი ორგანიზაციის „მუსიკის საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის“ პირველ ათეულში მოხვდა და დღემდე ამ ადგილს ინარჩუნებს. მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველობის მოსაპოვებლად, წელს, 400-მდე კონკურსანტი იბრძოდა, საბოლოოდ კი ფინალში სამი პიანისტი გადავიდა, მათ შორის სანდრო გეგეჭკორი.
რესპონდენტები: ალექსანდრე გარბერი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი,
თეონა ჯორბენაძე – ხელოვანთა კავშირის კონცეპტArt-ის დამფუძნებელი,
სანდრო ნებიერიძე – პიანისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: