ფესტივალის (ფოტო – კონკურსი) „ილო“ დაარსების იდეა ქუთაისელ კინო-დოკუმენტალისტსა და მხატვარ მერაბ ქაჯაიას ეკუთვნის. მან 2004 – 2005 წლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – ქუთაისში წარმოშობით ებრაელი ფოტოხელოვანის ილო ხახიაშვილის ძეგლის დადგმა და გახსნა ამავე ფოტოხელოვანის მუზეუმი. ფესტივალი ( ფოტო – კონკურსი) 2007 წელს დაფუძნდა და წელს უკვე მეთხუთმეტედ, 14,15,16 აგვისტოს ქუთაისში გაიმართება.
ფესტივალის მიზანია: ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება, კულტურათა შორის დიალოგის გზით დარგის ტენდენციებისა და ინოვაციების გაცნობა-წარმოჩენა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტომოყვარულების გამოვლენა-წახალისება, ილო ხახიაშვილის სახელის უკვდავყოფა.
სტუმარი: ირაკლი ჯაოშვილი – რეჟისორი; კომპანია „ოქროს პეპელას“ ხელმძღვანელი; ფესტივალის თანაორგანიზატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: