პიკის საათი - საერთაშორისო ფოტო ფესტივალი „ილო - 2022“
პიკის საათი - საერთაშორისო ფოტო ფესტივალი „ილო - 2022“

ფესტივალის (ფოტო – კონკურსი) „ილო“ დაარსების იდეა  ქუთაისელ კინო-დოკუმენტალისტსა და მხატვარ მერაბ ქაჯაიას ეკუთვნის. მან 2004 – 2005 წლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – ქუთაისში წარმოშობით ებრაელი ფოტოხელოვანის ილო ხახიაშვილის  ძეგლის დადგმა და გახსნა ამავე ფოტოხელოვანის მუზეუმი. ფესტივალი ( ფოტო – კონკურსი)  2007 წელს დაფუძნდა და წელს უკვე მეთხუთმეტედ, 14,15,16 აგვისტოს ქუთაისში გაიმართება.

ფესტივალის მიზანია: ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში,  საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება, კულტურათა შორის დიალოგის გზით დარგის ტენდენციებისა და ინოვაციების გაცნობა-წარმოჩენა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტომოყვარულების გამოვლენა-წახალისება, ილო ხახიაშვილის სახელის უკვდავყოფა.

სტუმარი: ირაკლი ჯაოშვილი – რეჟისორი; კომპანია „ოქროს პეპელას“ ხელმძღვანელი; ფესტივალის თანაორგანიზატორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: