პიკის საათი - რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულები
პიკის საათი - რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულები

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი 2021 წელს მეთორმეტედ გაიმართა. ჟიურიმ 75 საკონკურსო მოთხრობიდან სამი საუკეთესო გამოავლინა:

I პრემია – ანზორ სიფრაშვილი („ქვევრი“)

II პრემია – ეკატერინე ფავლენიშვილი („ბროლის ქალწული“)

III პრემია – ფიქრია ყუშიტაშვილი („შეტყობინება“)

გარდა ამ სამი მოთხრობისა, ჟიურიმ გამოავლინა 2021 წლის კონკურსის საუკეთესო მოთხრობები. მათი ავტორები: მაგდა გორგიძე, გია ხუბუა, იოსებ იარღანაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, დათია ბადალაშვილი, თამარ ამირხანაშვილი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ჟურნალ „ანეულის“ პრიზის მფლობელი გახდა მაია დიაკონიძე.

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრემიის დიპლომი და მთავარი პრიზი კონკურს გარეშე – ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – გადაეცა მწერალ მაკა ჯოხაძეს.

სტუმარი: თამარ შაიშმელაშვილი – პოეტი; რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი;  ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: