ქინდერ-ბუბუ ასე ჰქვია ინოვაციურ პროექტს, რომელიც პატარებს შესაძლებლობას აძლევს ზღაპრის გმირებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ. ქინდერ-ბუბუს საიტის დახმარებით კი პროგრამა საშუალებას გაძლევთ ბავშვის სასურველი ფოტო აირჩიოთ, რომელიც ავტომატურად წიგნში განთავსდება. თქვენს პატარას კი საშუალება ექნება საკუთარი თავი წიგნის გვერდებზე იხილოს.
რესპონდენტები: ბესო შენგელია – პროექტის ხელმძღვანელი, ანი მამადაშვილი – პროექტის მენეჯერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: