პიკის საათი - ქართველი მუსიკოსები უკრაინისთვის
პიკის საათი - ქართველი მუსიკოსები უკრაინისთვის

ქართველი მუსიკოსები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და უკვე მესამე დღეა სხვადასხვა ფორმატით და სხვადასხვა ადგილზე კონცერტებს მართავენ.

საინტერესო მუსიკალური კონცეფციით, პირველი კონცერტი 9 აპრილს, ოპერის თეატრში გაიმართა. 10 აპრილს კი თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ფონდი „იავნანას“ ორგანიზებით, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მუსიკოსების თამარ ლიჩელისა და ლიზა რამიშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

11 აპრილს საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტი გრძელდება. საქართველო გლობალურ საქველმოქმედო ტელე-მარათონს უერთდება, ქართველი და უკრაინელი არტისტების მონაწილეობით.

რესპონდენტები: თეონა ჯორბენაძე – ხელოვანთა კავშირ „კონცეპტ Art“-ის დამფუძნებელი, თამარ ლიჩელი – პიანისტი, ლიზი რამიშვილიჩელისტი, ნიკოლოზ რაჭველი – კომპოზიტორი; დირიჟორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: