პიკის საათი - ქართული თეატრის დღე ჰერეთში მოღვაწე ქართულ თეატრს მიეძღვნება
14 იანვარი, ქართული თეატრის დღეა, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ინიციატივით ეს დღე, წელს პირველად ჰერეთში (საინგილოში) მოღვაწე ქართულ თეატრს მიეძღვნება, რომლის ისტორია 40 წელს ითვლის. ეს გახლავთ მსოფლიოში, ერთადერთი, სახელმწიფო სტატუსის მქონე, ქართული თეატრი, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად აზერბაიჯანიდან ჩამოდის მთელი დასი რომელიც მაყურებელს მცირე პერფორმანსს შესთავაზებენ.
სტუმარი: კოტე ბარიხაშვილი – ალიბეგლოს თეატრის წარმომადგენელი.
წამყვანი: ლანა ბლიაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: