დიდი ბრიტანეთის რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალზე, (UK International Radiodrama Festival) რომელიც წელს მეხუთედ გაიმართა და საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა, ქართული რადიოდადგმა „მოგზაურობა აფრიკაში“ მსმენელთა სიმპატიის პრიზით აღინიშნა.
http://radiodramafestival.org.uk/listen-and-vote/
რადიოდადგმა 2018 წელს ოქტომბერში წარდგენილი იყო ბერლინის რადიოფესტივალზე „PRIX EUROPA“ წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
2019 წლის მაისში რადიოდადგმა „მოგზაურობა აფრიკაში“ მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის საერთაშორისო რადიოდრამის ფესტივალის ფინალში GRAND PRIX NOVA.
„მოგზაურობა აფრიკაში“ ნუგზარ შატაიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შეიქმნა. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი – ბაკო ხვიჩია.
სტუმარი: ირმა ოსია – რადიოდადგმის მონაწილე; აფხაზურენოვანი ჟურნალისტი.
სატელეფონო ჩართვა: ზურაბ კანდელაკი – რადიოთეატრის რეჟისორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.