პიკის საათი - „ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“
პიკის საათი - „ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“

ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება!
თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თსუ-ის ახალგაზრდული ცენტრის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR), სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის და ენის ამერიკული ცენტრის (ALC) თანამშრომლობით იმართება.

სტუმრები: მარიამ მანჯგალაძე – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; თსუ-ის ლექტორი,

ანი თოდუა – თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენელი,

მაია გოზალიშვილიზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კონსულტანტი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.