უკვე ერთი წელია იაპონელებს ქართულ ენას ასწავლის. თავად უფროსი მეგობრის დახმარებით და შემდეგ უკვე თსუ-ის ქართველოლოგიის სკოლაში მიღებული განათლებით დაეუფლა ქართულს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონელებს ქართულს თანამემამულე ასწავლის და არა ქართველი.
ჩართვა იაპონიიდან: ჰაიატე სოტომე – ფილოლოგიის დოქტორი; მეცნიერების განვითარების იაპონური საზოგადოების თანამშრომელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: