პიკის საათი - გაბრიელ ნაპოლეონეს „შეშლილი პიერო“
პიკის საათი - გაბრიელ ნაპოლეონეს „შეშლილი პიერო“

5 წლის იყო 35 წლის მამა რომ ვეღარ ნახა. ჯერ ცაში ეძებდა, მერე ადამიანებში, მერე ბებიას ნათქვამმა, ეს მსახიობი მამას ძალიან ჰგავსო, ჟან ლიუკ გოდარის „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ აყურებინა და ჩათვალა, რომ მამა იპოვა.

პირველი სიგარეტი, პირველი ულვაში, ბევრი სხვაც, მაგრამ, რაც მთავარია, პროფესია – ეს ყველაფერი გაბრიელ ნაპოლეონეს ჟან-პოლ ბელმონდოსგან ერგო.

ჩემი შეშლილი 88 წლის პიერო  დღეს წავიდა… და თითქოს მამაც მეორედ დავკარგეო, ასე დაასრულებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ადამიანი, რომლისთვისაც სწორედ „შეშლილი პიერო“ გახდა გარდატეხის ასაკის თავქარიანი წლების სიმბოლო. იმ წლებისა, როცა იმდენად გიხარია და გიყვარს ცხოვრება, იმდენად ერთგული ხარ შენი იდეალების, იმდენად მეოცნებე ხარ, რომ თავის აფეთქეაბაც კი არაფრად მიგაჩნია!

ავტორი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: