წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის: „ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც ქართული ენის გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარს ისახავს მიზნად. საყურადღებოა, რომ „ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ ღია სივრცეა ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სტუმარი: ტარიელ ფუტკარაძე – ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, პროფესორი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: