პიკის საათი - ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა
2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს საელჩოსა და თელ-ავივის მერიის ორგანიზებით ჩანიშნულ შეხვედრას დაესწრო, სადაც გულშემატკივრებს შეხვდა.
ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარ ფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.
სატელეფონო ჩართვა ისრაელიდან: რომა გიორგაძე – სიმღერის „სულ წინ იარე“ ავტორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.