პიკის საათი – ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა

11:03, 06.05.2019
-0:00

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს საელჩოსა და თელ-ავივის მერიის ორგანიზებით ჩანიშნულ შეხვედრას დაესწრო, სადაც გულშემატკივრებს შეხვდა.

ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარ ფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.

სატელეფონო ჩართვა ისრაელიდან: რომა გიორგაძე – სიმღერის „სულ წინ იარე“ ავტორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

მსგავსი