- „რუსეთიდან ჩვენამდე საპროტესტო ტალღის ხმა არ მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი ერი, პირდაპირ თუ ირიბად, მხარს უჭერს ხელისუფლების პოზიციას. ორი რუსეთი არ არსებობს!“
ქართველი მეცნიერი რაულ ჩილაჩავა, რომელიც ამჟამად უკრაინის ქალაქ ლვოვის მახლობლად პატარა დაბაში იმყოფება, ადგილზე არსებულ ვითარებას აგვიწერს და ამბობს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსეთის ამბიციურობამ, მუდმივად უფროსი ძმის პოზიციაში ყოფნამ და უკრაინული თვითმყოფადობის უგულებელყოფამ განაპირობა.
სატელეფონო ჩართვა უკრაინიდან: რაულ ჩილაჩავა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის სახალხო პოეტი. საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: