პიკის საათი - „რუსეთის მთავრობაში ისტერიკაა!“
პიკის საათი - „რუსეთის მთავრობაში ისტერიკაა!“

ნებისმიერი ომი მასობრივ სტრესს უკავშირდება და ამ დროს მნიშვნელოვანია მაგალითის ძალა. უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, კიევის მერი, პოლიტიკური და საზოგადოების ელიტა, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყვნენ.

ამან პირველადი შოკის გადატანა განაპირობა. საზოგადოებაში არ არის პანიკა და საბრძოლო სულისკვეთება მაღალია. არა და, არსებობდა მოლოდინი, რომ უკრაინის დედაქალაქი სამ დღესაც კი ვერ გაუძლებდა შეტევას.

„პოსტსაბჭოთა არეალში ერთადერთი ქვეყანა იყო უკრაინა, რომელსაც რეალურად შეეძლო რუსულ აგრესიას დაპირისპირებოდა… რუსეთის მთავრობაში ისტერიკაა. პუტინი, როგორც ტირანი, ხომ იმ ხალხზე დგას, ვისაც კარგად კვებავს!“

სტუმარი: გიორგი გობრონიძესა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და უსაფრთხოების მკვლევარი­.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: