სერგეი ეიზენშტეინის ფილმი „ოქტომბერი. 10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ ოქტომბრის რევოლუციის მეათე წლისთავისთვის დაიგეგმა, მაგრამ პრემიერა მხოლოდ 1928 წლის მარტში შედგა. სტალინის განკარგულებით ფილმიდან ამოიღეს ყველა ის ადგილი, სადაც ოქტომბრის გადატრიალების უშუალო ორგანიზატორი – ლევ ტროცკი იყო ნაჩვენები. ამგვარად, ეიზენშტეინის „ოქტომბერი“ ავტორის ნების საწინააღმდეგოდ, ისტორიის გაყალბების პირველ ნიმუშად იქცა.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი მაისურაძე – ფილოსოფოსი.