პიკის საათი - თბილისობისადმი მიძღვნილი საღამოების პრეზენტაცია
პიკის საათი - თბილისობისადმი მიძღვნილი საღამოების პრეზენტაცია

ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული არქივი თბილისობისადმი მიძღვნილ ერთობლივ კვირეულზე გიწვევთ. კვირეული 16 ოქტომბერს  გაიხსნება გამოფენით „თბილისზე“ – გიორგი ვარსიმაშვილის თბილისის ინტერიერების და ვახტანგ კუნცევგაბაშვილის თბილისური პანორამები.  დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის ტრიოს კონცერტი „თბილისური მელოდიები“, ტრადიციული პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს„ ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო: 18 ოქტომბერს – ექიმი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ფრიდონ საყვარელიძე და 22 ოქტომბერს – მომღერალი ექიმები ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანები. პირველი რესპუბლიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის დარბაზში,  საქართველოს პარლმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაგვაცნობენ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

სტუმრები: ნინო გედენიძე – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. დები აბაშიძეები და მარი გოლეთიანი

  

დატოვე კომენტარი