პიკის საათი - მხატვრული ლიტერატურის გაცნობის მეთოდები ახალი ანბანი უსინათლოთათვის
პიკის საათი - მხატვრული ლიტერატურის გაცნობის მეთოდები ახალი ანბანი უსინათლოთათვის

– საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა საქართველოს ეროვნულ არქივს აუდიოწიგნების არქივი გადასცა. ჩანაწერებს შორისაა: მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო,“ ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული,“ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია,“ ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები,“ თამაზ ჭეიშვილის „ხუთი ოლიმპიელი,“ ონორე დე ბალზაკის „გამქრალი ოცნებანი,“ რადიარდ კიპლინგის „მაუგლი“ და სხვა.

სტუმარი: ცირა ვეფხვაძე – უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორი.

GeoLorm – სმენის და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის შექმნილი, ე. წ. „ლორმის ანბანის“ ქართული ვერსიაა, სპეციალური ტაქტილური კოდი, რომელსაც ამ ტიპის ადამიანებთან სწრაფად და ეფექტურად საურთიერთოდ გამოვიყენებთ.

სატელეფონო ჩართვა: მარიამ გოდუაძეmastsavlebeli.ge -ის ავტორი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი.