„ომს მხოლოდ ხელისუფლება, ან მხოლოდ ჯარი ვერ იგებს! ომის ბედს დიდწილად საზოგადოების შემართება წყვეტს!“
თუ ადრე ომების საინფორმაციო კამპანია პროკლამაციებზე იყო დამოკიდებული, დღეს უკვე მაღალი შეღწევადობის არხები ინფორმაციაზე უწყვეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველჰყოფს.
ომის დროს თავდამსხმელი ცდილობს მოქალაქეების მდგრადობა გატეხოს და მოსახლეობაში პანიკა დათესოს, ხოლო თავდაცვით პოზიციაში მყოფი ქვეყნის ძალისხმევა სამიზნე აუდიტორიის სწორად ინფორმირებისკენაა მიმართული.
სტუმარი: ანდრო გოცირიძე – BTU-ს პროფესორი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი; უსაფრთხოების ექსპერტი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: