პიკის საათი - ნინო ხარატიშვილის საერთაშორისო წარმატება და გერმანულენოვანი ლიტერატურის ახალი თარგმანები
– 2022 წლის თებერვალში გამოვა მწერალ ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი The Lack of Light, რომლის საავტორო უფლება, ჯერ კიდევ წიგნის გამოცემამდე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა.“ წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე განმარტვას, რომ ნაწარმოების სამუშაო სათაურია „უკმარი სინათლე.“
– წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში პრემია „საბას“ ფინალისტია თომას ბერნჰარდის ტრილოგიის პირველი წიგნი „ტყის ჩეხა,“ რომელიც ქართულად მაია ფანჯიკიძემ თარგმნა. ტრილოგიის კიდევ ორი წიგნია „ხელმოცარული“ და „ძველი ავტორები.“ სამივე ნაწარმოები სამყაროში ხელოვანისა და ხელოვნების ადგილისა და დანიშნულების მიგნებას ისახავს მიზნად.
სტუმარი: მაია ფანჯიკიძე – მთარგმნელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: