პიკის საათი - „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ – აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში
- „აკრძალული წიგნების კვირეული“ ყოველწლიური, საერთაშორისო ღონისძიებაა და ტრადიციულად, სექტემბრის ბოლო კვირას იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების ოფისი და „აკრძალული წიგნების კვირეულის“ კოალიცია. წლევანდელი კვირეულის მთავარი სლოგანია: ცენზურა გვყოფს – წიგნები გვაერთიანებს!
- 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტის“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით, „ლიტერატურის მუზეუმში“ „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ გაიმართება. გამოფენის სახელი დიდწილად განაპირობა აკაკი ბაქრაძის ცნობილმა წიგნმა „მწერლობის მოთვინიერება“
სტუმარი: ზვიად კვარაცხელია – გამომცემლი; მწერალი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: