პიკის საათი - აფხაზეთის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრესი ილია ჭავჭავაძიდან დღემდე
პიკის საათი - აფხაზეთის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრესი ილია ჭავჭავაძიდან დღემდე

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე დაინტერესდა, თუ ვინ და როდიდან სახლობდა ისტორიული აფხაზეთის მიწაზე. მიაკვლია, რომ 1800-იან წლებამდე სოხუმის ოლქად წოდებულ ტერიტორიაზე, ათზე მეტი ეთნიკური ერთეული ცხოვრობდა. მათ შორის იყვნენ აფსუებიც, რომლებმაც მეტად მოიკიდეს ფეხი ამ ტერიტორიაზე. აფხაზეთის კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულების დახვეწაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც თავად იმოგზაურა ამ მხარეში. სწორდე ილიას თხოვნით, 1904 წელს, აფხაზეთში  ჩადის ქართული ფოლკლორის პატრიარქი ძუკუ ლოლუა, რომელმაც აფხაზური ფოლკლორის შესწავლა და გაკეთილშობილება შეძლო. შემდეგ იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი ნაბიჯები აფხაზეთში. მოგვიანებით ბევრი საზოგადო მოღვაწის ბედი დაუკავშირდა აფხაზეთს.

სტუმარი: დავით ცინცაძე – აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: