„როგორც ბებიაჩემი ამბობს, 3 წლის ასაკში პლასტელინით თეთრი დათვები გამომიძერწავს. მეხსიერებაში რაც ჩამრჩა, ეს 5 წლის ასაკში გამოძერწილი ლომია, რომელსაც თავზე გვირგვინი მოვარგე“ – ამბობს ერეკლე წულაძე. მოქანდაკე, რომელმაც მას შემდეგ ბევრ აღიარებულ და სრულყოფილ ნამუშევარს დაადგა გვირგვინი. ბოლო ნამუშევრებიდან გამორჩეულად საყურადღებოა „დავით გურამიშვილი“ და ჯერ კიდევ დაუსრულებელი „დანტე ალიგიერი“.
სტუმარი: ერეკლე წულაძე – მოქანდაკე.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.