პიკის საათი - „რადიოგიდი“ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
პიკის საათი - „რადიოგიდი“ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

„მოქვის ოთხთავმა, რომელიც 1300 წელს აფხაზეთში, მოქვის მონასტერში, გადაუწერიათ, ყველაზე კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა! ლარგვისის ოთხთავმა, რომელიც ლარგვისის მონასტერს უკავშირდება, ასევე კარგად იცის, რომ სამაჩაბლო და შიდა ქართლი ისტორიული საქართველოა“ – ამბობს ნესტან ბაგაური, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურ არქივს გაგვაცნობს.

ქრისტეშობამდე III საუკუნით დათარიღებული პაპირუსები, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნიმუშები, გალაკტიონის ერთადერთი ავტოგრაფი, დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ავტოგრაფი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით გაკეთებული წიგნაკი, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ შავი ვერსია და ბევრი სხვა ფასდაუდებელი ხელნაწერის ამბავი რუბრიკაში რადიოგიდი.

რესპონდენტი: ნესტან ბაგაური – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: