15 ივნისს, 18:00 სთ-დან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, მასპინძლობს გურამ შავდიას სოლო გამოფენას „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“
გამოფენა გურამ შავდიას პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში. გამოფენაზე წარმოდგენილია 2008-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები.
მხატვრის შემოქმედებაში ომის თემა 2008 წლიდან ჩნდება. რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მან არაერთი ტილო, გრაფიკული ნამუშევარი და კოლაჟი შექმნა. დღევანდელი უსასტიკესი ომი რამდენიმე ახალი ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია გახდა. მაგრამ, გურამ შავდიას ეს გამოფენა ომზე არ არის. გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება.
სტუმარი: გურამ შავდია – მხატვარი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: