ბავშვობიდანვე ატენის სიონის ფრესკების ესთეტიკით შთაგონებულმა მერაბ აბრამიშვილმა ისეთი სტილი და ტექნიკა შემოიტანა მხატვრობაში, რამაც, სამოთხისეული წარმოსახვა ხილული გახადა. იმ მცენარეებით, ცხოველებით, ადამიანებით, ფორმისა და სილუეტის სრულყოფილებით რომ შემოსილან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მამამ მასწავლა – დეტალები შემაყვარა და წვრილმანებზე გადაყოლის ხელოვნება“ – ლევან აბრამიშვილი.
მართალია, მამა-შვილის შემოქმედებითი დიალოგი ვერ შედგა, მაგრამ შედგა კანონზომიერება, რამაც ხელოვნებაში შემოქმედებითი მემკვიდრეობის უწყვეტობა განაპირობა.
სტუმარი: ლევან აბრამიშვილი – მხატვარი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროიდუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: