9 მაისს, 21:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ევროპის დღესთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ ონლაინ პრემიერა შედგება.
4 ევროპული ღირებულება 4 სხვადასხვა რეგიონიდან:
– მრავალფეროვანი საზოგადოების სიმბოლო – ირაკლი, მწყემსი და მზარეული კახეთის სოფელ უდაბნოდან;
– თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლო – ბატონი თენგიზი რაჭიდან, რომელიც რადიოების კოლექციონერია;
– ფეხბურთელები გურიიდან, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და უამრავი სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლეს;
– აკაკი და ლეონორი, აქტიური მოქალაქეები ქუთაისიდან.
რესპონდენტები: კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი,
თაკო ქველიძე – ფილმის პროდიუსერი,
აკაკი საღინაძე – ფილმის მონაწილე.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: