პიკის საათი - საბრძოლო მოქმედებების მეორე ეტაპი უკრაინაში
პიკის საათი - საბრძოლო მოქმედებების მეორე ეტაპი უკრაინაში

ექსპერტების აზრით, უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მეორე ეტაპი ჯერ მხოლოდ  ოპერაციების რაიონების მომზადების პროცესშია. რაც ეხება საბრძოლო ტაქტიკასა და რეალობას, ყველაფერი რუსეთის გენერალური  შტაბის მოუქნელობაზე მეტყველებს. მათ ვერცერთი ტაქტიკური ან ოპერატიული მოულოდნელობის მიღწევა ვერ შეძლეს.

ვახტანგ კაპანაძის გათვლით, დაახლოებით ორ კვირაში რუსეთი შეტევით პოტენციალს ამოწურავს და სურათიც უკეთ გამოიკვეთება.  იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას მაღალი ხარისხის საბრძოლო მომზადება აქვს და თან აქტიურად მარაგდება თანამედროვე შეიარაღებით, მას რუსეთის შეჩერების ძალა შესწევს. თუმცა, არც რუსეთის უპირატესობაა უმნიშვნელო. მაშინ, როცა უკრაინის ლოჯისტიკის ბაზები მუდმივი დარტყმის ქვეშაა, რუსეთის მომარაგება საგრძნობლად მოშორებულია საცეცხლო ზემოქმედების ზონას.

ომის ბედის გადაწყვეტისთვის უკრაინას  შეტევითი ხასიათის იარაღი სჭირდება.

სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ კაპანაძე – სამხედრო მეცნიერებათა დორექტორი, გენერალ-მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველი; უკრაინის სახმელეთო ძალების სამხედრო აკადემიის საპატიო დოქტორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: