პიკის საათი - „მე და ევროპა“
პიკის საათი - „მე და ევროპა“

9 მაისს, 21:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ევროპის დღესთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ ონლაინ პრემიერა შედგება.

4 ევროპული ღირებულება 4 სხვადასხვა რეგიონიდან:

– მრავალფეროვანი საზოგადოების სიმბოლო – ირაკლი, მწყემსი და მზარეული კახეთის სოფელ უდაბნოდან;

– თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლო – ბატონი თენგიზი რაჭიდან, რომელიც რადიოების კოლექციონერია;

– ფეხბურთელები გურიიდან, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და უამრავი სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლეს;

– აკაკი და ლეონორი, აქტიური მოქალაქეები ქუთაისიდან.

რესპონდენტები: კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი,

თაკო ქველიძე – ფილმის პროდიუსერი,

აკაკი საღინაძე – ფილმის მონაწილე.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: