– მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით საქართველოში უკვე მეოთხედ 2019 წლის 14 მარტს ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“ იმართება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს (π=3.14) ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.
– 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ღია კარის დღე. პრეზენტაციაზე მასწავლებლები ისაუბრებენ კამპანიის ეტაპებსა და სიახლეების შესახებ. ასევე, გაუზიარებენ მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებას.
სტუმარი: დაჩი ნანობაშვილი – ოლიმპიადის „ევერესტი“ დამფუძნებელი; მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის ფინალისტი.