პიკის საათი - იერიში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
პიკის საათი - იერიში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

4 მარტს, გრინვიჩის დროით 03;20-ზე, რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ხანძარს, რომელიც ადმინისტრაციის შენობაში გაჩნდა, მეხანძრეები  ერთი საათის განმავლობაში ებრძოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მსოფლიო ლიდერებს ესაუბრა და დახმარება ითხოვა.

ზაპოროჟიეს აეს-ი ევროპაში ყველაზე დიდი სადგურია. იგი უკრაინის 20 პროცენტს ამარაგებს ელექტროენერგიით.

სატელეფონო ჩართვა: თემურ ნადარეიშვილი – თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: