აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძეგლის სტატუსი აჯიკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქეთევან პაპავასა და არჩილ ზამბახიძის პროექტ „ქართული გემოს მემკვიდრეობის“ ფარგლებში მიანიჭა. იმას, რაც დღეს „აჯიკის“ სახელითაა ცნობილი, რეალურად „აპირპილ-ჯიკა“, ანუ წიწაკიანი მარილი ქვია. იგი სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს.
ქეთი პაპავასა და არჩილ ზამბახიძის ავტორობით მალე მეორე წიგნი გამოვა, რომელშიც ქართული კულინარიის შედევრები იქნება წარმოდგენილი.
სტუმრები: დავით ლომიტაშვილი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე; არჩილ ზამბახიძე – იურისტი, პროექტ „ქართული გემოს მემკვიდრეობის“ თანაავტორი.