პიკის საათი - „პასტერნაკის ქართველი ადრესატები“
პიკის საათი - „პასტერნაკის ქართველი ადრესატები“

ქართველი მკითხველისთვის გამოიცა სალომე ბედუკაძის წიგნი „პასტერნაკის ქართველი ადრესატები“

ბორის პასტერნაკის მიმოწერა ქართველ მეგობრებთან და მათ ოჯახებთან XX საუკუნის ეპისტოლური ჟანრის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. ქართულ ენაზე წერილები თითქმის არ ითარგმნებოდა. ქართველი მკითხველი მათ ორიგინალში კითხულობდა. თუმცა დღეს საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელიც ვერ ფლობს რუსულ ენას ისე, რომ პასტერნაკისეულ ტექსტებს ეზიაროს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახლანდელი გამოცემა.

სტუმარი: სალომე ბედუკაძე – მთარგმნელი; წიგნის შემდგენელი.

  

დატოვე კომენტარი