10 ივლისს, ქ. ბაქოში დასრულდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია, რომელზეც კომიტეტმა განიხილა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის საქართველოს ძეგლების) კონსერვაციის მდგომარეობა და სიაში ახალი ძეგლების შეტანის საკითხები. კომიტეტის გადაწყვეტილებით, წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ იქნა 29 ძეგლი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სესიის პარალელურად, გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული ღონისძიება – გამოფენა „დმანისი – ადამიანის ევოლუციის 2 მილიონი წელი“. ხოლო UNESCO-ს ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია „რელიგიური დანიშნულების ძეგლები – გამოცდილების გაზიარება“, სადაც საქართველოს წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი.
სტუმარი: მანანა ვარძელაშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.