პიკის საათი - „იდენტობა“
პიკის საათი - „იდენტობა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 16-17 ივლისს საქართველო საერთაშორისო სიმპოზიუმს „პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“ უმასპინძლა. პრეისტორიული კლდის მხატვრობის – როგორც კაცობრიობის პირველი კულტურის თანამედროვე მართვის მექანიზმების  გაუმჯობესების მიზნით, სემინარების თემატური განხილვები მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების  გაცვლასა და ევროპის ირგვლივ სათანამშრომლო პლატფორმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

სატელეფონო ჩართვა: მანანა ვარძელაშვილი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.