საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 16-17 ივლისს საქართველო საერთაშორისო სიმპოზიუმს „პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“ უმასპინძლა. პრეისტორიული კლდის მხატვრობის – როგორც კაცობრიობის პირველი კულტურის თანამედროვე მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, სემინარების თემატური განხილვები მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლასა და ევროპის ირგვლივ სათანამშრომლო პლატფორმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
სატელეფონო ჩართვა: მანანა ვარძელაშვილი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.