„ადამიანს ვხაზავ, ვაგებ და ვაშენებ როგორც შენობას და შენობას ვაგებ როგორც ადამიანს“ – ამბობს ნატალია კუცია, რომლის შემოქმედების ბიძგი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი.
ბუნებით მაქსიმალისტი, პირველი ლოქდაუნის პირობებში, მინიმალისტური მარაგის ამარა დარჩა და შემოქმედებასაც განსახვავებული ელფერი შესძინა. ბოლო პერიოდში ჰიპერალიზმით დაინტერესდა და იმდენად ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს ქმნის, რომ ხშირად ფოტოგრაფსაც კი უწოდებენ.
- XX საუკუნის ცნობილი მხატვრისა და მუსიკოსის ვახტანგ კუციას ქალიშვილი – მხატვარი, რომელიც კარიკატურას სიწმინდესავით ეკრძალვის და სრულყოფილებასაც პასუხისმგებლობაში ხედავს!
სტუმარი: ნატალია კუცია – მხატვარი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: